თბილისის სოლიკო ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლა

Հեղինակ: 

20 იანვარს ვეწვიე თბილისის მერიის,  სოლიკო ვირსალაძის სახელობის  #1 ხელოვნების სკოლაში. ეს თბილისის ცნობილი სკოლებიდან ერთია, რომელიც დაარსებული იქნა კონსტანტინ კიკნაძის მიერ 1955 წელს. სკოლა სხვა სკოლებს არ ჰგავს, უნიკალურია, ორიგინალური დიზაინით.  პირველი შთაბეჭდილებიდანვე სკოლის კედლები,  პატარა და კონფორტული კლასები თითქოს სუნთქავენ ხელოვნებით. იქ შევხვდი და ვესაუბრე რამოდენიმე მოსწავლესთან, საინტერესო და მდიდარი შინაგანი სამყარო ჰქონდათ, ოცნებები და მიზნები, რომლების განხორციელებას აკავშირებდნენ აგრეთვე თავიანთ განათლებასთან. ვესაუბრე სკოლის დირექტორს ქათავან ბარნაბიშვილს. ქალბატონ ქეთევანმა გვიამბო სკოლის ისტორიის, სწავლების მეთოდების,  სკოლის საჭიროებების, მიზნების და პროგრამების შესახებ.

ყოველ წელს ამ სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო, ეროვნული, საქალაქთაშორისო გამოფენებზე, სხვადასხვა პრიზებით,  მედალებით, და დიპლომებით არიან დაჭილდოვებული.  რაც ეხება საზღვარგარეთის გამოფენებზე, სკოლის წარმომადგენლები ყოფილან იაპონიაში, სადაც "ომის და მშვიდობის" კონკურსზე ისინი დაიკავეს  საპრიზო ადგილი,  ჟნევი,  ირანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა,  ეგვიპტე და სხვა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობას უფრო ახლოს სწავლების და გაცნობის მიზნით ღია ცის ქვეშ ტარდება  გაკვეთილ-ლექციები. ახალგაზრდა მხატვრების სამყაროში - ძველი თბილისი,  სიღნაყი, თელავი და სხვა.

აქ განათლება მიუღიათ ცნობილ მოქანდაკეებს, მხატვრებს. ამ სკოლის თითეული წევრი,  მოსწავლე  და მასწავლებლებიც ხელოვნების გარდა, აქტიურად ჩართული არიან  სხვადასხვა საზოგადოებრის საქმიანობაშიც.  რადგან თანამედროვე სამყაროში ყველანაირი დიზაინი, დეკორაცია, ტანსაცმელი და სხვა არ ხდება მხატვრის დახმარების გარეშე. ამიტომ სკოლის მთავარი ამოცანაა ნათელ ფანტაზიით, შემოქმედებითი უნარებით, დამოუკიდებელი და აქტიური იქნას მოაზროვნე პირების განათლება.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2006 წლიდან სავალდებულო საგნების გარდა ასწავლიან დამატებით  საგნებს, მოსწავლეთა საერთო განვითარების მიზნით. მაგალითად ფოტოგრაფიის და ვიდეოს გაკვეთილები ეხმარება მოსწავლის ფანტაზიის გააფართოება, კინოსა და თეატრის ისტორია, რიტორიკული ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება მუშაობა ლითონით, ხით, გობელენით, ქსოვილით. კვირაში ერთხელ მოსწავლეები ესწრებიან გამოფენებს, მუზეუმებს, ისინი უნდა ნახონ ორიგინალი.

ყოველ წელს სკოლაში ტარდება მოგზაურობები საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით სვანეთი, ალვანი, მარტყოფი, საგარეჯო, წვეროვანი და სხვა. ამ მოგზაურობების დროს მოსწავლეები ეცნობიან ადგოლიბროვ ჩვევებს და კულტურას. სკოლაში სწავლობენ აგრეთვე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები, რომლებმაც ცალკე არ სწავლობენ, სწავლობენ ჯგუფთან ერთად, და ეს სკოლის თანამშრომლების წარმატებაა, რომ ისინი აქ შესანიშნავად გრძნობენ თავს.  სწავლების პერიოდში სკოლაში ცდილობენ მეტად გამოყენებული იქნას ციფული საშუალებები, სკოლაში არის ფოტო ლაბოროტორია, რომელიც სწავლების საინტერესო გარემოა.​ სურათები და ვიდეო ნამუშავრები საშალებას აძლევენ  ბავშვებს, რომ ისინი წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები ამ სფეროში.თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებები ისეთია, რომ ბავშვი უნდა იყოს მომზადებული, შეეძლოს თავის აზრის გამოხატვა როგორც სიტყვით, ასე ტექნოლოგიის საშუალებით. პრაქტიკა გვაჩვენებს რომ ტექნოლოგიის გამოყენება სწავლა მხოლოდ ეფექტიანობას უზრუნველყოფს. საუკეთესო ვიდეო ნამუშევრები გამოფენილია ფესტივალების დროს. ეს არის დამოუკიდებელი სამუშაოს გამოცდილება, რომელიც პერსპექტიული მიმართულებაა ხელოვნების განვითარების, განათლების და მოსწავლეების შემოქმედებით განვითარებისთვის.

ქალბატონმა ქეთევანმა აღნიშნა სვანეჩი მოგზაურობის შესახებ, სადაც მოწვეული არიან აგრეთვე თავიანთი სომეხი პარტნიორებიც.განსაკუთრბით რომ პარტნიორი სკოლებმა მიზანი აქვთ განახორციელონ ერთობლივი ახალი პლენერი და გამოფენა, საინტერესო ერთოვლივი პროექტები.

"მოულოდნელი იყო  "მხითარ სებასტაცი"  სასწავლო კომპლექსის დირექტორ ა.ბლეიანთან შეხვედრა, და ორივეს კეთილი ნების გამოა,  რომ ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა", - აღნიშნა ქალბატონ ქეთევანმა.

ამ თანამშრომლობას ხელს შეუწყობს ის, რომ უკვე ორი წელია სკოლაში უნდათ სომხური ენის სწავლა, მოაწავლეების არჩევით გაიხსნას სომხური ენის ჯგუფი,  კვირაშიb მინიმუმ  2 საათი.

 

 

 

 

 
Համար: 
  • Deutsch
  • 日本語
  • Español
  • Հայերեն
  • English
  • Georgian
  • Русский